ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სენდის“ შედეგები


New York / Sandy / Fuel

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო შოკიდან გამოდის

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირო უძლიერესი ქარიშხლის შედეგების დაძლევას ცდილობს. სტიქიის მიერ გამოწვეული ზარალი საკმაოდ დიდია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.
ხმელეთზე სენდის შედეგები ცხადია. ზემოდან კი სურათი განსაცვიფრებელია. ნიუ-ჯერსის შტატში სანაპიროზე მდგარი ნავები გადაყირავებულია, გზები დატბორილია და ბიზნესის ასობით ობიექტი დახურულია. ნიუ-ჯერსელებისთვის ეს ძალზედ მტკივნეული სურათია. წინასწარი შეფასებებით შტორმის ზარალი 20-დან 50 მილიარდამდე მერყეობს. ამას ისიც ემატება, რომ დახურული ბიზნეს ობიექტების თითოეული დღე ზარალს 200 მილიონს მატებს.
ნიუ-იორკის „ჩაინათაუნში“ უამრავი მაღაზია დღემდე უშუქოდ არის დარჩენილი. თუმცა მაღაზიის მეპატრონე სინდი ჩონგი ამბობს, რომ რაიონში გადატვირთული მოძრაობა ისევ ბრუნდება.
„გუშინაც არ გაგვიღია მაღაზია. შტორმის დღეს მალე დავიკეტეთ. ორი სამუშაო დღე მთლიანად დავკარგეთ. დღეს იქნებ რაღაც მოგება ვნახოთ,“ - ამბობს ჩონგი.
ზოგი დასაქმებულისთვის მომხმარებლის რაოდენობა პირდაპირ აისახება ხელფასზე.
„ბიზენსის გარეშე, არც ხალხია და არც ტურისტი. ეს ეხლა პატარა იტალიაა,“ - ამბობს ერთერთი რესტორნის თანამშრომელი.
ზოგიერთი ეკონომისტი თვლის, რომ სტიქიის შედეგები უმუშევრობაზე აისახება და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებასაც გამოიწვევს.
თუმცა, მორნინგსტარის ანალიტიკოსი რობერტ ჯონსონი იმედოვნებს, რომ მოდმევნო თვეებში შტორმის შედეგებმა შესაძლოა ეკონომიკის გაძლიერება გამოიწვიოს.
„ჩემი აზრით, პირველ ხანებში სტიქია საცალო გაყიდვებზე ნეგატიურად იმოქმედებს. თუმცა შემდეგ, უკუჩვენება ექნება და ეკონომიკის სტიმულრება მოხდება,“ - ამბობს ჯონსონი.
თუმცა მისი აზრით, ზარალი შესაძლოა მოსალოდნელზე მეტი ყოფილიყო.
„შედარებისთვის, ქარიშხალ კატრინას ზარალი 100 მილიარდად შეფასდა, რადგან ქარი უფრო ძლიერი იყო. ეს უფრო მეტად დასახლებული რეგიონია, თუმცა, ამჯერად ქარი შედარებით სუსტი იყო,“ - ამბობს ჯონსონი.
მისი თქმით, სტიქიის რეგიონში ყოველდღიური გაყიდვების ბრუნვა 10 მილიარდს შეადგენდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ, შესაძლოა აღმოსავლეთ სანაპიროზე ეკონომიკური გამოცოცხლება უფრო მეტად გაძლიერდეს.
XS
SM
MD
LG