ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიის შედეგები


ამერიკის ეკონიმიკის ზრდა შესაძლოა 0,6 პროცენტით შეფერხდეს

შეერთებული შტატების ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალმა სენდიმ ძლიერი წყალდიდობა გამოწვია. სტიქიის შედეგად 7 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლება ზარალის შედეგებს ითვლის. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯეფ სვიკორდი არკვევდა, თუ რა ეკონომიკური ზიანი გამოიწვია „ვოლ სტრიტის" ორდღიანმა გაჩერებამ.

ამერიკის უდიდესი საფონდო და ფასიანი ქარალდების ბირჟა სამშაბათსაც დაკეტილი იყო. ქარიშხალ „სენდის" მეორე დღეს, რომელმაც ნიუ-იორკი საგრძნობლად დააზარალა. „ვოლ სტრიტის" მიმდებარე ტერიტორია საევაკუაციო ზონაში მოხვდა. ადიდებულმა ოკეანემ ჯებირები გადალახა და ქვემო მანჰეტენი დატბორა. 1888 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უამინდობის გამო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ ორი დღით შეწყვიტა მუშაობა.

ამჯერად, „ვოლ სტრიტმა" მუშაობა ძალზედ ცუდ დროს გააჩერა - თვის ბოლოს საფონდო მენეჯერები კლიენტებისთვის ფასთა ნუსხას ადგენენ.

ბაზრის ანალიტიკოსი მაიკლ ფერი ამბობს, რომ ორი დღის დაკარგვამ შესაძლოა საფონდო ბირჟაზე და საფინანსო ბაზარზე პრობლემები შექმნას.

„მათ მოუწევთ ფასების დახარისხება საქონლის რეალური შემოთავაზებული ფასების მიხედვით. ხოლო, თუ თქვენ არ გაქვთ რეალური საბაზრო ფასი, მაშინ მოგიწევთ აჩვენოთ ბოლო მიახლოებითი ღირებულება,“ - ამბობს მაიკლ ფერი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ნიუ-იორკის ბირჟის ორდღიანმა გაჩერებამ შესაძლოა მსოფლიო ბაზრებზე მოახდინოს გავლენა. „ეს კი მრავალ ბიზნესს მიაყენებს დარტყმა,“ - ამბობს მაიკლ ფერი.

ქარიშხალ „სენდის" მიერ გამოწვეული ზარალი 20 მილიარდად არის შეფასებული. ამას ემატება სხვადასხვა ბიზნესის შეფერხებით გამოწვეული 30-მილიარდიანი ზარალი. ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ სტიქიამ შესაძლოა ამერიკის ეკონიმიკის ზრდა 0,6 პროცენტით შეაფერხოს.
XS
SM
MD
LG