ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს რუსეთის საფონდო ბირჟამ აიწია


მოსკოვში ინვესტორებს სანქციები არ აშინებთ

ამერიკის ხმის რუსული სამსახურის თანამშრომელი, წარმოშობით რუსი მიშა გუდკინი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეკონომიკის საკითხებს ადევნებს თვალს. ის ამბობს, რომ ორშაბათს, პრეზიდენტ ობამას მიერ სანქციადადებული შვიდი რუსი ოფიციალური პირიდან, ზოგიერთი გაოცებული დარჩა გატარებული ზომების სისუსტით და ამ ზომებს დასცინეს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, პრემიერ მინისტრის მოადგილე დიმიტრი რაგოზინმა, საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშიდან ამერიკის ლიდერს ხუმრობით „ამხანაგი ობამა“-თი მიმართა.

ზოგიერთმა რუსმა თქვა, რომ შეერთებული შტატების ფინანსურ ინსტიტუტებში ქონება არ გააჩნიათ და არც შეერთებულ შტატებში წასვლას გეგმავენ, რაც ვიზის შეზღუდვას შინაარსს აცლის.

გუდკინმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის კომენტარი ციტირება მოახდინა. ის ერთ-ერთია, ვისაც შეერთებული შტატების სანქცია შეეხო.

„ვლადისლავ სურკოვმა თქვა, რომ სანქციის დადებას პატივად მიიჩნევს და შეერთებულ შტატებში ქონება და საბანკო ანგარიშები ნამდვილად არ აქვს. შეერთებული შტატებიდან მას მხოლოდ პოეტ ალენ გინზბერგის, მხატვარ ჯექსონ პოლოკის და რეპერ ტუპაკ შაკურის ნამუშევრები აინტერესებს. მან თქვა, რომ ამის ამისთვის მას ვიზა არ სჭირდება და ამდენად შედეგიც უმნიშვნელოა.“

ორშაბათს რუსეთის საფონდო ბირჟამ აიწია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვში ინვესტორებს ეს სანქციები ძალიან არ აღელვებთ. შეერთებული შტატები ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში დამატებით სანქციებს შემოიღებს.

მერი ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერი სტივენ ფარნსვორტი ამბობს, რომ სანქციების დადებისას შეერთებული შტატები უაღრესად მოზომილად მოქმედებს.

„შეერთებული შტატების წინაშე ასეთი სახის გამოწვევაა, როგორ მოახერხოს სანქციები საკმარისად მტკივნეულად აქციოს, რათა რუსეთს უფრო გონივრული საქციელისკენ მოუწოდოს და იმავდროულად იმდენად მტკივნეულადაც არ აქციოს, რომ ამან შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.“

მან თქვა, რომ ყირიმთან დაკავშირებით დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირება : “ახლა ცუდია, მაგრამ შეიძლება ადვილად გაუარესდეს.“

„ბენკრეით.კომ“-ის ანალიტიკოსი მარკ ჰემრიკი ამბობს, რომ უფრო მკაცრმა სანქციებმა შეიძლება დაპირისპირება გაამძაფრონ და ამას ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

მისი სიტყვებით:
„თუ ყველაფერი მოლიპულ დაღმართზე მზარდი სისწრაფით დაშვებას დაიწყებს, ეს ფინანსური ბაზრებისთვის ძალზედ შემაშფოთებელი იქნება. ეს უდავოდ რისკის კრიტიკული ფაქტორია, რასაც ინვესტორები უნდა დააკვირდნენ.“

ჰემრიკი ამბობს, რომ იმედი აქვს, გონიერ ადამიანებს მდგომარეობის ესკალაციის შეჩერება შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG