ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს სანქციები შესაძლოა იანვრიდან მოეხსნას


ჯონ კერი: ახლა რეალურად შეთანხმების ყველაზე რთული ნაწილი იწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორენ ფაბიუსის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ თვეში ირანს რამდენიმე სანქცია მოუხსნას. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი შემსუბუქება იქნება „ლიმიტირებული, მიზნობრივი და შექცევადი“. ფაბიუსმა განცხადება ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს და გერმანიას შორის ურანის გამდიდრების შემცირების სანაცვლოდ ზოგიერთი სანქციის შემსუბუქების თაობაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ ახლა „რეალურად ყველაზე რთული ნაწილი იწყება. ეს არის ყოველმხრივი ურთიერთშეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც გადამოწმების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საკითხებში უზარმაზარ ნაბიჯებს მოითხოვს“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის თქმით, თეირანი ამ ნაბიჯების გადადგმას მომდევნო კვირების მანძილზე დაიწყებს და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაასრულებს. ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG