ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი კვლევითი ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის


საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ საზღვარგარეთ ქვეყნის შესახებ არაკომპეტენტური კვლევები კეთდება. ამის შესახებ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი თვლის, რომ საჭიროა სპეციალური კვლევითი ცენტრის შექმნა, რომელიც აღიარებს მკვლევრებს და მხოლოდ ამ აღიარების შემდეგ ჩაითვლება მათი ნამუშევარი, ან მათი აზრი კომპეტენტურად. “საუბარია არაკომპეტენტურ კვლევებზე. საქართველო ამაში ვერ ჩაერევა. შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ექნება ისეთი ავტორიტეტი, რომლის გარეშეც თუ ადამიანი თავს უწოდებს საქართველოს ექსპერტს და ეს ცენტრი არ აღიარებს მის დამსახურებებს, ეს ნეგატიურად აისახება თავად ამ მეცნიერის ავტორიტეტზე”.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ცენტრი არ იქნება ახალი ინსტიტუცია და არ დასჭირდება ახალი თანამშრომლები და ცალკე დაფინანსება. ახალი ინიციატივის მიხედვით, ცენტრი გააერთიანებს ყველა ძირითად კვლევით ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს და მის სსიპ-ს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. გავრცელებული ინფორმაციით,111 ცენტრის საქმიანობაში არ ჩაერევა არცერთი სამთავრობო სტრუქტურა.

“დღეს გვაქვს ინსტიტუციონალური დაქსაქსულობა და სახელმწიფო ვერ აქცევს ყურადღებას ქართველოლოგიის ცენტრებს უცხოეთში. ამიტომ უცხოეთში ქართველოლოგიის მიმართულებებმა მიიღო ქაოტური ხასიათი და ჩვენ ვხვდებით საქართველოს ექსპერტებს, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, სათანადოდ არ ფლობენ უნარებს ქართული კულტურის ცოდნის”, თქვა ნაცვლიშვილმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG