ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ ლეფორის განცხადება საქართველოს თაობაზე


არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ფილიპ ლეფორმა განაცხადა. ლეფორმა ეს განცხადება რუსული საინფორმაციო სააგენტო -„რეგნუმის“- 20 იანვარს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

რუსული სააგენტოს ცნობით, 20 იანვარს ცხინვალში, ფილიპ ლეფორმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა და რომ დამოუკიდებლობა უკვე რეალობაა.
XS
SM
MD
LG