ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით პატიმრობას ითხოვს


Alexei Navalny

თანხის მითვისებისა და სასამართლოს უპატივცემულობის გამო, რუსეთის პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარემ ეს მოთხოვნა სასამართლოზე უკვე წარადგინა. სხდომაზე ბრალდების მხარემ ნავალნისგან 1.2 მილიონი რუბლის (9 900 ამერიკული დოლარის) გადახდაც მოითხოვა.

პროცესი დღეს ვლადიმირის ოლქის, ქალაქ პორკოვში, მეორე სასჯელაღსრულების კოლონიაში გაიმართა, იქ სადაც ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის.

საქმეზე რომლის გამოც ნავალნისთვის პროკურატურა სასჯელის დამძიმებას ითხოვს გამოძიება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. საგამოძიებო უწყება ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდიდან ფულის გაფლანგვასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებს. გამოძიება ნავალნის 33 770 დოლარის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ნავალნიც და მისი მხარდამჭერებით პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

ნავალნი უკვე ერთ წელზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. ის მაშინ დააკავეს, როდესაც 2021 წლის იანვარში გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. დაკავებულს სასამართლომ მალევე 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის პირობითი სასჯელის დარღვევაში დაადანაშაულა, შეთანხმების, რომელიც მას ქვეყნის დატოვების უფლებას უზღუდავდა.

ნავალნი რუსეთიდან გერმანიაში, უგონო მდგომარეობაში თვითმფრინავით გადაიყვანეს, რადგან როგორც შემდეგ გაირკვა ის რუსული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს, რომ რაიმე კავშირი აქვთ ნავალნის მოწამვლის საქმესთან. ნავალნის მოწამვლისთვის დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG