ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პროპაგანდის "ჭეშმარიტების" მომენტები 


კრემლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, საკუთარი ინტერესების გასატარებლად, მძლავრი პროპაგანტისტული მეთოდებია. მკვლევარები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანტისტული მანქანა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს. ცივილური სამყარო, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა, ხშირად ეს ყველაზე უკეთ თავად პროპაგანდისტებს გამოსდით, - არის შემთხვევები, როცა რუსულ პროპაგანდაში ჭეშმარიტების მომენტი დგება. საქმე ისაა, რომ პროპაგანდისტებისა და პიარტექნოლოგების დაშვებული შეცდომები ხშირად იმაზე უკეთ ვრცელდება, ვიდრე მათთვის სასურველი გზავნილები.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 9 ივლის მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ დღეს შეხვედრა "ურალის ფედერალური უნივერსიტეტის" სტუდენტებთან გამართა. ვლადიმირ პუტინი, სტუდენტებთან არაბუნებრივმა მოქცევამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

ეს ფოტო კი უნივერსიტეტმა შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით ამ ფოტოში არაფერია განსაკუთრებული, თუ არ გაქვთ ნანახი კადრები იმავე დღეს, იმავე დარბაზში კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის “რაშა თუდეის მიერ გადაღებული”

რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

ვიდეო, სამთავრობო მედიის ვებგვერდიდან მალევე აიღეს, თუმცა პუტინის ოპოზიციამ და კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ ვიდეოს მოჭრა მოასწრო და ამ ვიდეოს “ბუნებრივი ფოტოშოფი” დაარქვა.

19-20 ივნისს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ რუსული სამთავრობო მედიის ეთერში არაერთი გადაცემა მომზადდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც თბილისში მიმდინარე პროცესებს რამდენიმე საათი დაუთმო რუსეთის პირველი არხი იყო. გადაცემაში სტუმრად სერგეი გავრილოვი ჰყავდათ, ინტერვიუს შემდეგ კი რუსეთის პირველ არხზე საქართველოს რუკა შეიძლება ითქვას “გაეპარათ”, რადგან რუკაზე საქართველოს ტერიტორიული საზღვრები სრულად არის დაცული.

საქართველოს რუკა - ტელეკომპანია "ენტევეს" ეთერში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:07 0:00

კრემლის მიერ აკრძალული ფრენების მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში კვლავ ჩადიან. ამის შესახებ ვრცელი სიუჟეტი “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტმა მოამზადა. მან რუსეთიდან საქართველოში იმოგზაურა და გზად მოქალაქეებს გაესაუბრა. სიუჟეტის ერთ-ერთ ნაწილში კი გამოყენებულია საქართველოს არასრული რუკა. გრაფიკულ გამოსახულებაში აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვთ ნაჩვენები, ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიხედვით საქართველოს შემადგენლობაში იყო დატოვებული.

არასრული საქართველოს რუქა "ნოვაია გაზეტას" სიუჟეტში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:06 0:00

არახალია ისიც, რომ რუსეთი, ტექნოლოგიური განვითარებით ჩამორჩება წამყვან ქვეყნებს, თუმცა კრემლი გამუდმებით სხვას ამტკიცებს. ეს ვიდეო "რაშა თუდეის" მიერ არის გადაღებული, სადაც როგორც მომზადებულ მასალაში ხედავთ, “რობოტი” რუსეთის პრეზიდენტს ესალმება:

ვლადიმირ პუტინს რობოტი ესალმება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

ამავე თემაზე, რეპორტაჟები სხვა, კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმაც მომზადეს, თუმცა “რასია 24” ის მიერ ვიდეოში, სადაც რუსული "რობოტი" ცეკვავს საერთაშორისო მედიაში უფრო მეტად გააღვივა ეჭვი, რომ რობოტი რეალური არ იყო.

რუსული "რობოტი" ფეხბურთს თამაშობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:31 0:00

ის, რომ რობოტი ნამდვილი არ იყო ამას ეს ფოტოც მოწმობს, რომელიც მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

მიუხედავად ამ ვიდეო თუ ფოტო მასალებისა, რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით იწონებს თავს ტექნოლოგიური მიღწევებით და არა მხოლოდ.

რუსული პროპაგანდისტული არხების ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში აკრძალულია, თუმცა საქართველოში ამ დრომდე მუშაობენ ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და ღიად იზიარებენ რუსეთის ხელისუფლების ნარატივს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG