ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგოროდის პროვინცია უკრაინას კვლავ თავდასხმაში ადანაშაულებს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი განაახლა, რუსეთის ბელგოროდის პროვინცია უკრაინულ ძალებს თავდასხმაში მეორედ ადანაშაულებს.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს და როგორც პროვინციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს ამჯერად იერიშების დროს 3 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის დეტალების დამოუკიდებლად დადასტურება სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო, ამ დრომდე ბრალდებებზე უკრაინის ოფიციალურ პირებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

„დაჭრილია სამი ადამიანი. ერთი უკვე გაწერეს. ორი ქალი საავადმყოფოში რჩება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჭრილობები საშუალო სიმძიმისაა,“- ამბობს გლადკოვი.

ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ დაბომბვის დროს 30-ზე მეტი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. როგორც გლადკოვი ამბობს, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.

ამ თვის დასაწყისში რუსეთმა უკრაინა, ბელგოროდში საწვავის საცავზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა, თუმცა კიევმა ბრალდებები უარყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG