ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე ერთდროულად განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მოკლულია 5 ადამიანი და დაჭრილია 30-ზე მეტი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

კიევში რაკეტა 18-სართულიან კორპუსს მოხვდა. ამ რაკეტის ნამსხვრევით გამოწვეული აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, მოკლულია ერთი ადამიანია მიკოლაივშიც.

"კიდევ ერთი მასობრივი შეტევა მოხდა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი იყო დარტყმის ქვეშ. ჩვენი ყველა რესურსი მიმართულია, რათა ამ ტერორის შედეგებს გავუმკლავდეთ",- ნათქვამია "ტელეგრამზე", ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა ამ საჰაერო თავდასხმის ფარგლებში 64 რაკეტა და დრონი გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი 44 მათგანის ჩამოგდება მოახერხა.

მომხდარის ფონზ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა, კიევში ორდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გაცემული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”დილას კიევში, თავშესაფარში, საჰაერო განგაშით ვიწყებ”, - დაწერა სოციალურ ქსელში ბორელმა.

ბორელი უკრაინაში მთავრობის წევრებთან შეხვედრისა და მათთან ევროკავშირის სამხედრო დახმარების განსახილველადაა ჩასული.

XS
SM
MD
LG