ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში რუსი გენერალი დაიღუპა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი რუსი გენერალი დაიღუპა.

სამინისტროს განცხადებით, გენერალი ვალერი ასაპოვი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ის სირიის მთავრობის მრჩეველი იყო სირიის ჯარის მიერ ქალაქ დერ ეზორის გათავისუფლების ოპერაციაში.

ეს ქალაქი ერაყის საზღვართან მდებარეობს და ის ნავთობ-რესურსებითაა მდიდარი. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობის საბადოებს შემოსავლის წყაროდ იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG