ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტარტის ხელშეკრულებას რუსეთის დუმაში განიხილავენ


სტარტის ხელშეკრულებას რუსეთის დუმაში განიხილავენ
სტარტის ხელშეკრულებას რუსეთის დუმაში განიხილავენ

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის განცხადებით დუმამ შესაძლოა სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაცია ხვალამდე დაამტკიცოს.

ბორის გრიზლოვის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის სენატმა გუშინ გაუკეთა სტარტის ხელშეკრულების წინასწარ შეთანხმებულ ტექსტს რატიფიკაცია, დუმა დოკუმენტს ტექსტში ცვლილებების შეტანის გარეშე დაამტკიცებს. გუშინ რატიფიკაციას მხარი 71 სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 26-მა მისცა. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მიესალმა სენატის გადაწყვეტილებას. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი განაცხადა:

„ეს ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე იარაღის კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა. სტარტი ამერიკისა და რუსეთის ბირთვულ არსენალს საგრძნობლად შეამცირებს.“

რესპულიკელები სტარტის ხელშეკრულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ალაბამას შტატის სენატორი ჯეფ სეშენსის განცხადებით:

„რუსეთი შეერთებულ შტატებს არათანმიმდევრულად ეხმარება იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. რატომ არ თანამშრომლობს რუსეთი ჩვენთან უფრო აქტიურად? რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ რეზოლუცია დაბლოკა, საქართველოს, სუვერენულ ქვეყანას კი თავს დაესხა. რუსეთი საბჭოთაკავშირის გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს,“ განაცხადა სენატორმა სეშენსმა.

XS
SM
MD
LG