ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატების გაძევებას რუსეთის დაზვერვაზე დიდი გავლენა არ ექნება


ამერიკელი და ბრიტანელი დაზვერვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯამში, დაახლოებით, 140 რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთის ჯაშუშობის ოპერაციებზე ისეთი დიდი გავლენა არ ექნება, როგორც ამას ვარაუდობდნენ.

გარდა ამისა, კრემლი საპასუხო მოქმედებით იმუქრება, რაც სავარაუდოდ, დასავლეთის სადაზვერვო საქმიანობისთვის უფრო ძლიერი დარტყმა იქნება.

“დასაველთის მიერ რუსების გაძევებას მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა ექნება კრემლის სადაზვერვო ოპერაციებზე გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი საერთშორისო ჯაშუშობის და სამხედრო დაზვერვის ოპერაციებს ისე აწარმოებს, რომ მათ სათადარიგო საკომუნიკაციო მეთოდები კარგად ექნებათ შემუშავებული,” უთხრა “ამერიკის ხმას” დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG