ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს დიპლომატებს ამერიკის დატოვებისთვის 1 კვირა აქვთ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის პასუხი არ დააყოვნებს. შეერთებულმა შტატებმა 60 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

ამერიკის დრამატულ ნაბიჯს 22 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის გერმანია და საფრანგეთიც. თეთრი სახლის განცხადებით, დანარჩენი ქვეყნებიდან რუსეთის 77 “დაზვერვის თანამშრომელს” აძევებენ. დამატებით 2 რუს დიპლომატს მოუწევს ავსტრალიის დატოვება, რის შესახებაც განცხადება დღეს მოგვიანებით გაკეთდა. სერგეი ლავროვი მოკავშირეების კოორდინირებულ ქმედებას ამერიკის “კოლოსალურ ზეწოლას” აბრალებს.

ჯერ ბრიტანეთის, შემდეგ ამერიკის, ნატოს, ევროპის კავშირის და სხვა მოკავშირეების მიერ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევება იყო პასუხი 4 მარტს ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის, ნერვული აგენტის გამოყენების ფაქტზე. ლონდონი რუსეთის ყოფილი ჯაშუშის მოწამვლაში ბრალს “მაღალი ალბათობით” მოსკოვს სდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG