ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის კონტროლირებადი ძალები საბრძოლო მზადყოფნას ზრდიან


რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალები, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მზადყოფნას ზრდიან. ჩატარდა ფართომასშტაბიანი წვრთნებიც. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდის პარალელურად ოფიციალური კიევი შეშფოთებას გამოთქვამს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით ამ დროითვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 92 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული. კიევში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების და შეიარაღების მობილიზაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) ეხმაურება და რუსეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, სამხედრო დაპირისპირება უკრაინელ და რუსეთის მხარდაჭერილ ძალებს შორის 2014 წლიდან მიმდინარეობს. კონფლიქტს 14,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.

კრემლში უარყოფენ, რომ თავდასხმა იგეგმება. მოსკოვი დასავლეთში გამოთქმულ შეშფოთებებს „ისტერიას“ უწოდებს და მზარდი დაძაბულობის ფონზე ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმში ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებს. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ანექსიიდან რამდენიმე თვეში, მოსკოვი, აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუსული ძალების დასახმარებლად კონფლიქტში ჩაერთო.

2014 წლიდან დღემდე, იზრდება დასავლეთის ჩართულობა უკრაინაში. კიევი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, სამხედრო თანამშრომლობას ამერიკასთან, დიდ ბრიტანეთთან და ნატოსთან აფართოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG