ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ათლეტი დოპინგის მიღებაშია ეჭვმიტანილი


ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რუსი ათლეტი დოპინგის წესების დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის კარლინგის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათი მწვრთნელის თქმით, ერთ-ერთი ათლეტის - ალექსანდერ კრუშელნიტსკის დოპინგის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მის ანალიზში აღმოჩნდა მელდონიუმი, ნივთიერება, რომელიც 2016 წლიდან იკრძალება.

რუსეთის კარლინგის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი სვიშჩევმა ათლეტის სახელი არ დაადასტურა. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ ათლეტს მეორე ტესტიც ჩაუტარდა და მისი შედეგები 24 საათში იქნება ცნობილი. თუკი აკრძალულ ნივთიერებაზე მეორე ტესტიც დადებითი აღმოჩნდა, მაშინ რუსეთის გუნდი ვერ შეძლებს ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლას.

სვიშჩევი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, აკრძალული ნივთიერება სპორტსმენის საჭმელში ან სასმელში მეტოქე ათლეტებს ან რუსეთის პოლიტიკურ მტრებს გაერიათ.

მელდონიუმს, როგორც მედიკამენტს ხშირად გულის პრობლემების მქონე ადამიანები იყენებენ. ტენისის მოთამაშე მარია შარაპოვამ 2016 წელს მის ანალიზში მელდონოიუმის აღმოჩენის შემდეგ 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მედიკამენტს 10 წლის განმავლობაში იღებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG