ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზამთრის ოლიმპიადა და დოპინგის სქემის გამო დასჯილი რუსეთი


17-თვიანი გამოძიების შემდეგ გადაწყდა, რომ რუსეთმა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. დოპინგის რეგულაციების დარღვევა სოჭის ოლიმპიადაზე და დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო უწყებები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის ჰოკეის გუნდებმა სოციალურ ქსელებში ვიდეოები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ამბობნენ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა სურთ, მაგრამ მათი პროტესტი ამაო აღმოჩნდა.

„რუსეთში ანტი-დოპინგური რეგულაციების სისტემური დარღვევა იყო უპრეცედენტო დარტყმა ოლიმპიური თამაშების პრინციპებისა და პრესტიჟისთვის. სწორედ ამის გამო მიიღო კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება", - ამბობს თომას ბახი, საერთასორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

„2014 წელს ისეთი განცდა იყო, რომ მათ ნამდვილად უნდოდათ ეს თამაშები ყოფილიყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. და რა თქმა უნდა სურდათ, რომ რუსეთის წარმატებაც აშკარა ყოფილიყო. ახლა უკვე ვიცით, როგორ მოახერხეს ეს ყველაფერი“
ფილიპ ბარკერი, ოლიმპიური თამაშების ისტორიკოსი

გასულ წელს, რუსეთის ანტი-დოპინგური ლაბორატორიის დირექტორმა, გრიგორი როდჩენკოვმა აღიარა, რომ რუსი ათლეტები დოპინგის სქემაში იყვნენ ჩართულნი, მათ კი მოსკოვის საჯაშუშო სააგენტოები ეხმარებოდნენ.

ოლიმპიური თამაშების ისტორიკოსი ფილიპ ბარკერი ამბობს, რომ რუსეთის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე მოგებული მედლების დაახლოებით მესამედი ახლა პრაქტიკულად ისტორიიდან წაიშლება.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა“ განაცხადა, რომ რუს ათლეტებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ „სუფთები“ არიან, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში, ოღონდ ოლიმპიური დროშის ქვეშ.

„რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის“ თავმჯდომარემ ალექსანდერ ჟუკოვმა კი იმედი გამოთქვა, რომ ეს აკრძალვა სკანდალს საბოლოოდ დაასრულებს. მისი თქმით, თუკი იგულისხმება, რომ ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ყველა შეზღუდვა მოეხსნება და რუსი ათლეტები შეძლებენ სხვა ქვეყნების ათლეტების მსგავსად საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ გავლას, მაშინ საქმე არც ისე ცუდადაა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები რუსეთის გარეშე ჩატარდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

თავად ჟუკოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა ჩამოართვეს. რუსეთის ვიცე-პრემიერსა და სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს კი სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. სწორედ მას სდებენ ბრალს სოჭის ოლიმპიადისას დოპინგის პროგრამის ზედამხედველობაში.

„2014 წელს ისეთი განცდა იყო, რომ მათ ნამდვილად უნდოდათ ეს თამაშები ყოფილიყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. და რა თქმა უნდა სურდათ, რომ რუსეთის წარმატებაც აშკარა ყოფილიყო. ახლა უკვე ვიცით, როგორ მოახერხეს ეს ყველაფერი“ - ამბობს ოლიმპიური თამაშების ისტორიკოსი.

„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა“ რუსეთი 2016 წელს რიოს ოლიმპიური თამაშებიდან არ დაბლოკა, თუმცა ოლიმპიადების ისტორიკოსი ამბობს, რომ ამჯერად ამ გადაწყვეტილების მიღება გაცილებით ადვილი იყო. ბარკერის აზრით, რადგან ზამთრის თამაშები ნაკლებად მასშტაბურია, რუსეთის დაბლოკვა, რა თქმა უნდა, არის ერთგვარი განაცხადი, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული, როგორიც იქნებოდა მისი დაბლოკვა 3 წლის შემდეგ, ტოკიოს ზაფხულის თამაშებზე.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ოლიმპიური წარმომადგენლობის არყოფნა მაინც შესამჩნევი იქნება. მით უფრო, რომ ამერიკის და რუსეთის ყინულის ჰოკეის გუნდებს ისტორიული მეტოქეობა აქვთ.

„ვფიქრობ ეს ისაა, რაც ყველას მოსწონს. ძველი დროც რომ გავიხსენოთ, 1970-იანი წლები როდესაც რუსეთის „წითელი მანქანა“ ძალიან ძლიერი იყო. „სასწაული ყინულზე“ - ან როგორც რუსები უწოდებენ „კოშმარი ყინულზე“ ტბა პლასდზე გამართული თამაში, როდესაც ამერიკის კოლეჯის გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა“, - ამბობს ისტორიკოსი.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის“ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სხვა სპორტულ ღონისძიებებზეც იმოქმედოს - ამ სკანდალში გახვეული ვიტალი მუტკო 2018 წელს რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზატორია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG