ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოუცხადებელი შეხვედრა აშშ-რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის - რუსული მედია


ანკარა, თურქეთი

რუსული მედიის ცნობით, 14 ნოემბერს, შეერთებული შტატების და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც არ ხმაურდება. შეხვედრის ადგილი იყო თურქეთის დედაქალაქი ანკარა, აცხადებს რუსული "კომერსანტი".

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს. კრემლმა განაცხადა, რომ შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

ფრენების კონტროლის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის მთავრობის თვითმფრინავი მოსკოვიდან ანკარაში გრინვიჩის დროით 08:30-ზე ჩაფრინდა. იურუკ ისიკი, გეოპოლიტიკის თურქი სპეციალისტი ამბობს, რომ ამ თვითმფრინავს ჩვეულებრივ იყენებენ მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ან სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ლავროვი ახლა ბალიში მიმდინარე სამიტს ესწრება.

ვაშინგტონს და მოსკოვს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაძაბული ურთიერთობაა. "კომერსანტი" არაფერს ამბობს მოლაპარაკების თემაზე. ცნობილია, რომ თურქეთი ხშირად კისრულობს მოსკოვს და დასავლეთს შორის ურთიერთობის დამრეგულირებლის როლს. ივლისში ანკარამ, გაეროსთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში. თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს ეწურება და გაერო ახლა მის გახანგრძლივებაზე ზრუნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG