რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ კვირას, შავ ზღვაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე, სადაც 92 მგზავრი დაიღუპა, აფეთქება არ მომხდარა.
გენერალ-ლეიტენნატი სერგეი ბაინეტოვი, რომელიც თვითმფრინავის დაღუპვის საგამოძიებო კომისიას მეთაურობს, აცხადებს, რომ აქამდე შესწავლილი მასალებით ჯე-ჯერობით ტერორისტული აქტის შესაძლებლობა არ გამოირიცხება.
გამომძიებლები, ასევე, განიხილავენ დაბალი ხარისხის საწვავის, პილოტის შეცდომის ან მექანიკური გაუმართაობის შესაძლებლობას.
რუსეთის სამხედრო ანსამბლის გუნდი სოჭიდან სირიაში მიემგზავარებოდა, სადაც ლატაკიის მახლობლად რუსულ სამხედრო ბაზაზე კონცერტიუნდა გაემართა.