ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კრიტიკოს მსახიობს 8 წლიანი პატიმრობა 6 თვით შეუმცირეს


მოსკოვის სასამართლომ მსახიობ მიხაილ ეფრემოვისთვის მისჯლი რვა წლიანი პატიმრობა ექვსი თვით შეამცირა. ეფრემოვს ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ავტომობილის ტარებისას ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, ეფრემოვის სასჯელი კომპენსაციის გამო შეამცირა, რომელიც მსახიობმა ივნისში მომხდარი ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავებს გადაუხდა.

ეფრემოვის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ. რვა წლიანი პატიმრობა პრესნენსკის საოლქო სასამართლომ კრემლის კრიტიკოს მსახიობს 8 სექტემბერს მიუსაჯა - „არაფხიზელ მდგომაროებაში მართვისას, სასიკვდილო ავტოავარიის გამოწვევისთვის.“

პოლიციის მტკიცებით, ეფრემოვი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობისას, 8 ივნისს, მოქალაქე სერგეი ზახაროვის ავტომოპბილის შეეჟახა. ავტოკატასტროფის დროს, თავად მსახიობი არ დაშავებულა, ზახაროვი კი, მრავლობითი დაზიანებით, ჰოსპოტალში გარდაიცვალა.

ზახაროვის გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ, ეფრემოვს შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ სისხლის ანალიზის მიხედვით, შემთხვევის დროს ის ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა. მათი მტკიცებით, მსახიობის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს.

56 წლის მსახიობის მონო-სპექტაკლები, რომლებშიც ის ვლადიმირ პუტინს ღიად აკრიტიკებდა, ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG