ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკოს "ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება“ სურს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებას მიესალმება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, დღეს უსაფრთხო დერეფნების შექმნის განკარგულება გასცა, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან ქვეყნის სხვა ნაწილებში გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

პრეზიდენტმა თქვა, რომ „ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება“ სურს იმ დროს, როცა უკრაინული ძალები, მთავარ სამთავრობო ობიექტებზე კონტროლის აღსადგენად, პრო-რუსულ სეპარატისტებს ებრძვიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებას მიესალმება. გერმანელ და პოლონელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ, სანკტ პეტერბურგში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ აუცილებელია ყურადღება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე და უკრაინის რეგიონებს შორის დიალოგის დაწყებაზე გამახვილდეს.

უკრაინაში ვიზიტად მყოფმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა, უკრაინას ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის მოგვარების საქმეში შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა.
XS
SM
MD
LG