ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს


შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ქალაქ ნორვილკას სამთავრობო შენობა დაიკავეს და უკრაინის ინდუსტრიული ნაწილის ათობით ქალაქს აკონტროლებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კიევსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთს სჯერა, რომ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით, კიევსა და ოპონენტებს შორის მოლაპარაკება შედგება. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები და დასავლელი კოლეგები, ვისაც აქამდე ეჭვი ეპარებოდა, ამ დიალოგს ხელს არ შეუშლიან.“

ეს განცხადება სერგეი ლავროვმა პერუში ვიზიტისას გააკეთა.
ამ ფონზე აღმოსავლეთ უკრაინაში ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ქალაქ ნორვილკას სამთავრობო შენობა დაიკავეს და ამ მომენტისთვის უკრაინის ინდუსტრიული ნაწილის ათობით ქალაქს აკონტროლებენ. ამ ქალაქებს შორისაა დონეცკი, სადაც მეამბოხეებმა უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნით რეფერენდუმი 11 მაისს დანიშნეს.

ანალოგიური კენჭისყრის საფუძველზე, გასულ თვეს რუსულმა არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.
XS
SM
MD
LG