ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი გაეროს მიმართავს


პარიზში შეხვედრაზე სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობაზე იმსჯელეს

პარიზში 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრაზე სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების ფონზე კიდევ ერთი სირიელი გენერალი გადავიდა ოპოზიციის მხარეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენ ფაბიუსის განცხადებით, ბრიგადის გენერლის, მანაფ ტლასის გადასვლა ოპოზიციის მხარეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ასადის რეჟიმის სისუსტეს.

სირიის მეგობრების სახელით ცნობილი ჯგუფის შეხვედრაზე შეიარაღებული ოპოზიციისთვის დახმარების გაზრდის შესაძლებლობა განიხილეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG