ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გრინფისის" აქტივისტი გაათავისუფლეს


რუსეთში პატიმრების გათავისუფლება წინ უძღვის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნას

რუსეთმა გრინფისის 30 აქტივისტიდან ერთერთს არქტიკაში ჩატარებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრალდება მოუხსნა.

გრინფისი იმედოვნებს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დანარჩენი აქტივისტების მიმართაც და ისინი კვირის ბოლომდე რუსეთს დატოვებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის მთავრობამ რამდენიმე გახმაურებული საქმის მსჯავრდებული გაათავისუფლა ციხიდან. მათ შორის არიან ცნობილი ოლიგარქი მიხალი ხოდორკოვსკი და პანკ ჯგუფ "პუსი რაიოტის" ორი წევრი.

პატიმრების გათავისუფლება წინ უძღვის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნას.
XS
SM
MD
LG