რუსეთის ოპოზიციის მომხრეები კვირას მოსკოვის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. ისინი პრესის თავისუფლებას იცავდნენ და მედიაში მთავრობის პროპაგანდის გაბატონებას გმობდნენ. გამომსვლელების აზრით, რუსეთში პრესის თავისუფლება უკრაინაში გამწვავებულ სიტუაციასთან უშუალო კავშირშია.
„თუკი ხედავთ, რომ ომს მშვიდობას არქმევენ და ოკუპანტებს მშვიდობიან მოქალაქეებს უწოდებენ, იცოდეთ, რომ უფსკრულისკენ მიგაქანებენ“ - განაცხადა ანდრეი ზუბოვმა. ის ცნობილი რუსი პროფესორია, რომელიც უკრაინელთა მხარდაჭერისთვის სამსახურიდან დაითხოვეს.
საპროტესტო აქციას სახელწოდებით „მსვლელობა სიმართლისთვის“ 5 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. გამომსვლელები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ დეჯერებინათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების რუსული მედიისეული ვერსიებისთვის. მათი თქმით, კრემლთან უშუალო კავშირში მყოფი რუსი ჟურნალისტები უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ახდენენ.