ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტის მკვლელობის საქმე


პავლიუჩენკომ გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და დანაშაული აღიარა

ოთხშაბათს რუსეთის სასამართლოს წინაშე ცნობილი ჟურნალისტის -ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი რუსი პოლიციელი წარსდგა.

დიმიტრი პავლიუჩენკოვს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, რომელმაც ჟურნალისტი საკუთარი სახლის წინ გამოასალმა სიცოცხლეს. პროკურორებმა ბრალდებულისთვის 12 წლის პატიმრობა მოითხოვეს.

დაჯგუფების ხუთი წევრის სასამართლო უახლოეს მომავალში შედგება. გამოძიებამ მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ჯერეჯრობით ვერ დაადგინა.

პავლიუჩენკომ გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და დანაშაული აღიარა. სასჯელის შემსუბუქების პირობით, მან თანამზრახველების ვინაობაც დაასახელა.

თუმცა პოლიტოკოვსკაიას ვაჟის - ილია პოლიტკოვსკის განცხადებით, სასამართლო გარიგება არასამართლიანია, რადგან ამ გარიგებით მკვლელობის დამკვეთის ვინაობა კვლავ უცნობი რჩება.

XS
SM
MD
LG