ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტიის" ახალი ანგარიში


რუსეთის მთავრობას ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია

უფლებადამცველი ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია” მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, ჩრდილოეთ კავკასიაში მომსახურე სამართალდამცავთა პასუხისმგებლობა გააძლიეროს.

ხუთშაბათს გამოცემულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხშირად ამ რეგიონში სამართალდამცავები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ, ვიდრ შეიარაღებული დაჯგუფებები.

ახალ ანგარიშში, რომელსაც სახელად “უსამართლობის წრე” ქვია,ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცავების მიერ ჩადენილი გატაცების, გაუჩინარების, ანგარიშსწორების და წამების ფაქტებია აღწერილი.

ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიარაღებულმა და ნიღბიანმა ადამიანებმა 200 ადამიანი გაიტაცეს. დღემდე ამ საქმეებიდან არავინ მიუციეთ პასუხისგებაში.

რუსეთის მთავრობას ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG