ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ პოლ უელანს წინასწარი პატიმრობა 29 დეკემბრამდე გაუგრძელა


პოლ უელანი
პოლ უელანი

მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება და შეერთებული შტატების მოქალაქე პოლ უელანს წინასწარი პატიმრობის ვადა 29 დეკემბრამდე გაუგრძელა. რუსეთი უელანს ბრალს ჯაშუშობაში დებს. უელანის ადვოკატი სასამართლოში ითხოვდა, რომ მისი კლიენტისთვის წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უელანი გასული წლის 28 დეკემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილის ოჯახი აცხადებს, რომ ის რუსეთში მეგობრის ქორწილში ჩავიდა.

უელანს კანადის, ირლანდიის და ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ის წარსულში შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში საზღვაო ქვეითად მსახურობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG