ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკელი ჯაშუში დააკავეს


რაიან ფოგლი რუსეთის სპეცსამსახურის ოფიცრის გადაბირებას ცდილობდა

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ამერიკის მოქალაქე დააკავა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურის ოფიცრის გადაბირებას ცდილობდა.
რაიან ფოგლს დაკავებისას სპეციალური აღჭურვილობა, შენიღბვის საშუალებები და დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩნდა რუსი ოფიცრისთვის განკუთვნილ ინსტრუქციებთან ერთად.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რაიან ფოგლი მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მესამე მდივანად მუშაობდა, მაგრამ სინამდვილეში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი იყო.
XS
SM
MD
LG