ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი კანონდებლები ამერიკას ადანაშაულებენ


რუსეთი აშშ-ს ორმაგი სტანდარტების ქონაში სდებს ბრალს

რუსი კანონდებლები ამერიკას ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა ვერ შეძლო გუანტანამოს ყურეში ციხის დახურვა და ამერიკულ საზოგადოებაში ადამიანი უფლებების დარღვევების არსებული უამრავი შემთხვევის აღმოფხვრა.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში განიხილა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკაში ადამიანის უფლებები ირღვევა, არსებობს რასიზმი, ციხეებში პატიმრების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები და საარჩევნო დარღვევები.

დუმას რეკომენდაციით, რუსეთმა უნდა შექმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც შეამოწმებს იმას, თუ რამდენად იცავს ამერიკა ადამიანის უფლებებს. რუსი კანონმდებლების განცხადებით, ამერიკას უფლება არ აქვს მსოფლიოში ადამიანის უფლებების არბიტრი იყო.
XS
SM
MD
LG