ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰიუმან რაითს ვოჩის" განცხადება


სირიის მთავრობა აჯანყებულთა წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს იყენებს

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია - „ჰუმან რაითს ვოჩის" განცხადებით, სირიის მთავრობა აჯანყებულთა წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს იყენებს.

ორგანიზაციის დირექტორი, სტივ გუზი სირიის მმართველ რეჟიმს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იმგვარი იარაღის გამოყენება, რომელსაც ომის დამთავრების შემდეგაც შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება.

ადამიანის უფლებათა დამცავების თქმით, ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე კარგად ჩანს სირიის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მიმოფანტული აუფეთქებული კასეტური ბომბები.
XS
SM
MD
LG