ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დისკუსია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ


დისკუსია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ
დისკუსია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ

ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელშიც შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტიც მონაწილეობდა.

რუსეთთან ურთიერთობის სირთულის მიუხედავად აუცილებელია გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ორ ქვეყანას შორის.

ქალბატონი ოლბრაიტის განცხადებით ამჟამად რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებელია გადატვირთვის პოლიტიკის გაგრძელება მოსკოვთან ურთიერთობაში.

ვაშინგტონში სტუმრად იმყოფება ცნობილი რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი, რომელმაც გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმატებულ პროექტად მოიხსენია, რომელიც მისი აზრით კრახით დამთავრდა.

"ამერიკის ხმის" შეკითხვაზე ქალაბატონმა ოლბრაიტმა განაცხადა, რომ პირიქით გადატვირთვის პოლიტიკა კარგად მუშაობს და ამის დასტურად სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირებაზე მიღწეული შეთანხმება მოიყვანა. მისი თქმით აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, ბუშის ადმინისტრაციის დროს რუსეთთან ურთიერთობები არცთუ ისე სახარბიელო იყო და პრეზიდენტმა ობამამ მოახერხა ამ ურთიერთობების გაუმჯობესება.

როგორც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივენ ჰედლი აცხადებს: “გადატვირთვის პოლიტიკის დაწყება აუცილებელი იყო, რადგან როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ამ ქვეყნის მთავრობის დამხობა მოინდომა, ამერიკაში და ევროპაში იფიქრეს, რომ ეს პოლიტიკა შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელებულიყო და იგივე მომხდარიყო უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებში.

ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით რუსეთთან ყოველგვარ ურთიერთობაზე და ვაგრძნობინეთ მოსკოვს, რომ 21-ე საუკუნეში არ მოვითმენდით მე-19 საუკუნის პოლიტიკის გატარებას. ჩვენი ძალისხმევით რუსეთმა ვერ შეძლო თბილისში ხელისუფლების დამხობა. რაც მათ მიიღეს ეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყო, რომელთა დამოუკიდებლობა, თუ არ ვცდები მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა. ასე რომ რუსეთის სტრატეგიამ ვერ გაამართლა და ჩვენ ზუსტად ამის შესახებ მივუთითეთ კრემლს."

სტივენ ჰედლის განცხადებით, ნებისმიიერ ამერიკელ პრეზიდენტს, რომელიც 2008 წლის ნოემბერში მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში რუსეთთან მიმართებაში გადატვირთვის პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. როგორც ამას წინათ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა აღნიშნა ჩვენ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი შიშით ნაკარნახევი.

რუსეთთან დიალოგი ჩვენს ინტერესებშია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჩვენი პრინციპების და ღირებულებების დაცვით. განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უშიშროების საკითხებში სტივენ ჰედლმა.

XS
SM
MD
LG