ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში საინვესტიციო ფირმის ამერიკელი დამფუძნებელი დააპატიმრეს


მოსკოვში ბაზირებული კერძო საინვესტიციო ფირმა, „ბარინგ ვოსტოკ პარტნერს“-მა ორშაბათს გამოაცხადა, რომ შაბათს, ფირმის დამფუძნებლის და უფროსი პარტნიორის, მაიკლ კალვეის გაფლანგვაში ეჭვის საფუძველზე დაპატიმრების შემდეგ, კომპანიას უფროსი პარტნიორი ელენა ივაშენცევა და თანადამფუძნებელი ალექსეი კალინინი ხელმძღვანელობენ.

მოსკოვის ბასმანნის სასამართლოს მოსამართლე არტურ კარპოვმა, ფირმის დამფუძნებელი, ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე და ყველაზე ცნობილი ამერიკელი ინვესტორი, სულ მცირე, 13 აპრილამდე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ კრიმინალური ბრალდების სერიოზულობის გამო, ბრალდებულის მიმალვის რისკი არსებობდა.

ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ინვესტორი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამ საქმეზე კიდევ ოთხ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ პარასკევს გამოაცხადა, რომ კალვეი და ფირმის სხვა წევრები 37.5 მილიონი დოლარის მოპარვის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. ეს ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთს დაუპატიმრებია უცხოელი ინვესტორები, რომლებიც კრემლს ხმამაღლა აკრიტიკებდნენ. თუმცა კალვეი ასეთი პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმით არ იყო ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG