ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ბახმუტის ალყაში მოქცევას კვლავ უშედეგოდ ცდილობს


რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, უკრაინის ფრონტის ხაზზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ცდილობს. ოთხშაბათს, რუსულმა ძალებმა, ბახმუტზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელა. მათი მიზანი, ქალაქის ალყაში მოქცევაა.

რუსული დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის“ ლიდერი ამბობს, რომ უკრაინელები „გააფრთრებულ წინააღმდეგობას“ უწევენ და ცდილობენ ქალაქი შეინარჩუნონ.

მოსკოვი აცხადებს, რომ ყირიმში უპილოტო დრონების მასიური თავდასხმა მოიგერია. ანექსირებული ყირიმზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შესახებ მოსკოვის ამ განცხადებას, ერთი დღით წინ უსწრებდა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმების სერიაში კიევის დადანაშაულება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებმა, ორშაბათს, დასავლეთიდან ბახმუტში შესვლა შეძლეს. სააგენტოს განცხადებით, ეს არის მტკიცებულება, რომ რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ქალაქში შესასვლელი ყველა გზა ჩაეკეტა ბახმუტი ალყის ქვეშ არ იყო.

ბახმუტის მიმდებარე ტერიტორია ფრონტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, სადაც მოსკოვმა ზამთრის შეტევების დროს, მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენა. ამ ბრძოლებს, ორივე მხარე, ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლას უწოდებს.

„რუსეთი, ზოგადად, არ ითვალისწინებს ადამიანებს და მათ მუდმივ ტალღებად გზავნის ბრძოლის ველზე, ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ იზრდება“ - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, თავის ყოველდღიურ ღამის მიმართვაში. მისივე თქმით, ბახმუტის ბრძოლები "ყველაზე რთულია“, თუმცა მისი დაცვა არსებითი მნიშვნელობისაა.

ბახმუტში რუსეთის მიერ საბრძლველად გაგზავნილი დაქირავებული მებრძოლების ჯგუფის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ბრძოლები დღითიდღე უფრო და უფრო სისხლიანი ხდება. „ათობით ათასი უკრაინელი მებრძოლი, გააფრთრებულ წინააღმდეგობას სწევს. ბრძოლა დღითიდღე სულ უფრო სისხლიანი ხდება“ – ამბობს პრიგოჟინი „ტელეგრამით გავრცელებულ აუდიო გზავნილში.

XS
SM
MD
LG