ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ისრაელის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის დაიბარებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ისრაელის ელჩის, სიმონა ჰალპერინის დაბარებას, ინტერვიუში მის მიერ გაკეთებული "მიუღებელი კომენტარების" გამო. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" (TASS) ავრცელებს.

ინტერვიუში ჰალპერინი კრემლის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ისრაელის ელჩის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰოლოკოსტის მნიშვნელობას აკნინებს. ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ზედმეტად მეგობრულია პალესტინელთა ისლამისტური ჯგუფის, "ჰამასის" მიმართ.

რუსეთის საგარეო უწყებაში თვლიან, რომ ჰალპერინმა არასწორად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო პოლიტიკური პოზიცია რუსულ გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში. მასალა მედიაში ერთი დღით ადრე, 4 თებერვალს გამოქვეყნდა.

სამინისტროს განცხადებით, ეს არის ელჩის პოსტზე ჰალპერინის სამსახურის "ძალზე წარუმატებელი დასაწყისი". ისრაელის სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შესრულებას, ის გასული წლის დეკემბერში შეუდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG