ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნავთობის წარმოებას დღეში 500 000 ბარელით ამცირებს


გადაუმუშავებელი ნავთობის ტანკერი ტერმინალ კოზმინოში, საპორტო ქალაქ ნახოდკასთან. რუსეთი, 4 დეკემბერი, 2022 წ.
გადაუმუშავებელი ნავთობის ტანკერი ტერმინალ კოზმინოში, საპორტო ქალაქ ნახოდკასთან. რუსეთი, 4 დეკემბერი, 2022 წ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა, მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ ნავთობწარმოებას 5%-ით შეამცირებს. ეს დღეში წარმოების 500 000 ბარელით შემცირებას ნიშნავს. ოფიციალური განცხადება პარასკევს, 10 თებერვალს ალექსანდრე ნოვაკმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

რუსეთის გადაწყვეტილებამ გადაუმუშავებელ ნავთობზე ფასის 2.5%-ით გაზრდა გამოიწვია და ბარელზე $86.6-ზე ავიდა. რუსეთი საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია მთელ მსოფლიოში.

"დღეისთვის ჩვენ წარმოებული ნავთობის მთელ მოცულობას სრულად ვყიდით, თუმცა როგორც ადრე ითქვა, ჩვენ არ მივყიდით საწვავს მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად იზიარებს ფასის ზედა ზღვრის დაწესების პრინციპებს" - თქვა ნოვაკმა ოფიციალურ განცხადებაში. ის უარყოფს კრემლის მიერ რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა "ოპეკის" ზოგიერთ წევრთან. ნოვაკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო და არა ზეწოლის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG