ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ინტერნეტის თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს


აქცია ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ მოსკოვში. 10 მარტი, 2019.
აქცია ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ მოსკოვში. 10 მარტი, 2019.

მოსკოვი ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელსაც დუმაში, პარლამენტის ქვედა პალატაში დასამტკიცებლად, ნოემბერში წარადგენენ. კანონპროექტი კიდევ უფრო ზღუდავს ინტერნეტზე წვდომის თავისუფლებას კომპიუტერებიდან, პლანშეტებიდან და სხვა მოწყობილობებიდან.

კანონპროექტის მიხედვით, ელექტრონული ფოსტის თითოეული მომხმარებულის ინდენტიფიცირება უნდა მოხდეს. ამასთან, ყველა ახალ მოწყობილობაში, რომელიც გაიყიდება, თავიდანვე იქნება ჩამონტაჟებული რუსული საოპერაციო პროგრამა. რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთში შესაძლოა "ეფლის" პროდუქცია საერთოდ აღარ გაიყიდოს, რადგან კომპანია საკუთარ ელექტრო-მოწყობილობებში - კომპიუტერებში, პლანშეტებსა და ტელეფონებში - სხვა საოპერაციო სისტემის ჩამონტაჟების საშუალებას არ იძლევა.

ამ კანონპროექტის შესახებ პირველად ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა. მაშინ ყურადღება მედიაში ძირითადად გამახვილდა იმაზე, რომ უცხოურ კომპანიებს რუსულ ტექნოლოგიურ ფირმებში აქციების მხოლოდ 20 პროცენტის ფლობა შეეძლება.

ანალიტიკოსების აზრით, პირველადი გათვლა იყო უმეტესად რუსული ინტერნეტ-კომპანია "იანდექსის" გაძლიერებაზე. აღნიშნული კომპანია ფლობს რუსეთის ყველაზე პოპულარ საძიებო სისტემას და სხვა ინტერნეტ-მომსახურების სფეროებს, როგორიცაა ტაქსები, შეკვეთების ადგილზე მიტანა და ა.შ.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ახალი რეგულაციები კომპიუტერების ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც გააკონტროლებს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლი ახალი კანონპროექტით ინტერნეტის კონტროლს მაქსიმალურად გააძლიერებს და მოქალაქეთა ონლაინ-აქტივობაზე საკუთარ წვდომას გაზრდის. ბოლო წლების მანძილზე იყო შემთხვევები, როცა საიდუმლო სამსახურები მოქალაქეებისგან ძიების შედეგების წაშლას, ან პირადი გზავნილების მათთვის გაზიარებას ითხოვდნენ.

გაზაფხულზე, ინტერნეტის ახალ რეგულაციებს მოსკოვში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარტში ორი კანონი დაამტკიცა, რომელთა შორის ერთი კრძალავდა ინტერნეტში "არასანდო, სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის" გამოქვეყნებას, მეორე კი ჯარიმებს და პატიმრობასაც კი ითვალისწინებდა ინტერნეტის იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიმართ "უპატივცემულობას" გამოხატავდნენ.

ამჯერად, სამიზნე უფრო ინდივიდუალური მიმოწერაა. ხელისუფლებას ექნება წვდომა როგორც ელექტრონული ფოსტით მიმოწერაზე, ასევე სატელეფონო შეტყობინებებზე. ინტერნეტ-კომპანიებს დაევალება 24 საათის განმავლობაში დაბლოკოს ინდივიდუალური მომხმარებელი, თუ ამას "როსკომნადზორი" მოითხოვს.

მთავრობა ახალ რეგულაციებს ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით ხსნის. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ისეთი ქმედების აღსაკვეთად, როგორიცაა მაგალითად ყალბი სიგნალები და ზარები შენობაში დამონტაჟებული ბომბის შესახებ.

გასულ კვირას "როსკომნადზორმა" ხელი მოაწერა ჩინეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ინტერნეტში უკანონო შინაარსის მქონე ტექსტების დარეგულირებას ისახავს მიზნად. ინტერნეტის თავისუფლების ადვოკატებში ამ ნაბიჯმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერა 20 ოქტომბერს, ინტერნეტის საერთაშორისო კონფერენციაზე იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG