ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

410 ადამიანი - ტერორიზმის შედეგი რუსეთში


410 ადამიანი - ტერორიზმის შედეგი რუსეთში
410 ადამიანი - ტერორიზმის შედეგი რუსეთში

უშიშროების ძალებმა 2010 წელს ტერორისტების 400-ზე მეტი სამალავი და იარაღის საწყობი გაანადგურეს

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, გასულ წელს რუსეთში ტერორისტული აქტების შედეგად 410 ადამიანი დაიღუპა. კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, გენერალ-მაიორ ევგენი პოტაპოვის, თქმით, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 2009 წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, 2009 წელს ასეთი კვალიფიკაციის 1030 დანაშაული იქნა აღრიცხული, ხოლო 2010 წელს კი 709. პოტაპოვის განცხადებით, უშიშროების ძალებმა 2010 წელს ტერორისტების 400-ზე მეტი სამალავი და იარაღის საწყობი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG