ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის პრეზიდენტი სოჭში მოსალაპარაკებლად ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სოჭში უმასპინძლა. რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირების საჭიროებაზე ისაუბრეს. ასადი რუსეთში ბოლოს ორი წლის წინ იმყოფებოდა.

შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი და ინფორმაცია სოჭში გამართული ოთხსაათიანი მოლაპარაკების შესახებ მხოლოდ დღეს გამჟღავნდა. კრემლის განცხადებით და სირიის სააგენტო "სანას" ცნობით, პუტინმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების თაობაზე თქვა, რომ ის დასასრულს უახლოვდება და ასადს ტერორისტების წინააღმდეგ წარმატებული ომი მიულოცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG