ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ეხმარება სირიელ მეამბოხეებს?


გენერალი ნიკოლაი მაკაროვი: სირიის ოპოზიცია ამერიკულ "სტინგერებს" ფლობს

მოსკოვი: წამყვანი რუსი გენერალი აცხადებს, რომ სირიელი მეამბოხეები ხმელეთ-ჰაერის რაკეტებს ფლობენ, მათ შორის ამ იარაღის ამერიკულ მოდელს.

გენერალური შტაბის მეთაური ნიკოლაი მაკაროვი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ მიაწოდა სირიის ოპოზიციას აღნიშნული სამხედრო დანადგარი.

"ინტერფაქსის" საინფორმაციო სააგენტო მაკაროვის სიტყვებს უხდენს ციტირებას, სადაც გენერალი კერძოდ საუბრობს რომ მეამბოხეები ამერიკულ "სტინგერებს" ფლობენ. მაკაროვს, ამასთან პირდაპირ არცერთი მხარისთვის დაუკისრებია პასუხისმგებლობა აღნიშნული ფაქტის გამო.

გენერლის განცხადებებს პენტაგონი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. თუმცა წარსულში ამერიკის მთავრობამ უარყო სირიელი მეამბოხეების დახმარების ფაქტები ან იმ ინფორმაციის ქონა, რომ სირიის ოპოზიცია ამერიკულ იარაღს ფლობს.
XS
SM
MD
LG