ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლვილებისთვის რუსეთი სტუმართმოყვარე ადგილი არ არის


მოსკოვი, რუსეთი
მოსკოვი, რუსეთი

მოსკოვის გარეუბანში, ქალაქ ნოგინსკში, ჩვეულებრივ სამოთახიან ბინაში, სირიელი ბავშვებირუსულ ენას სწავლობენ. მათი მასწავლებლები, რომლებიც არაბულად და ინგლისურადაც ასწავლიან, ეროვნებით სირიელები, რუსები და სირიელ-რუსები არიან.

ამ სახელდახელოდ მოწყობილ სკოლაში მსხდომი ბავშვების უმრავლესობა ალეპოდან ლტოლვილი ოჯახებიდანაა, რომლებმაც ქალაქი რუსეთის მიერ დაბომბვების წინ დატოვეს.

იმის გამო, რომ სირიასა და რუსეთს შორის დიდი ხნის ურთიერთობა არსებობდა და ადამიანებს ჩამოყალიბებული საქმიანი და ოჯახური კავშირები ჰქონდათ, რუსეთის მიერ საჰაერო კამპანიის დაწყებამდე, ბევრი სირიელი რუსეთში ჩავიდა. ომის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ ლტოლვილის სტატუსი მხოლოდ ორ სირიელს მიანიჭა. ათასობით სირიელი, მათ შორის ბავშვები, დროებითი ლეგალური სტატუსის მქონედ რჩება.

ნოგინსკში და მახლობელ ქალაქებში მცხოვრებ ბევრ სირიელს ვიზის ვადა უკვე ამოეწურა და თავის სარჩენად არალეგალურად მუშაობს. ხელისუფლების შიშით მათი ბავშვები რუსულ სკოლებში არ დადიან.

XS
SM
MD
LG