ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დიპლომატია სირიაში


მოსკოვი ასადს ოპოზიციასთან დილოგისკენ მოუწოდებს

რუსეთი აძლიერებს სამშვიდობო ძალისხმევას სირიაში 21 თვიანი სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით და სირიის მთავრობას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, მან სირიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს მოუწოდა მათ გამოხატონ ღია და გახსნილი დიალოგის სურვილი და ოპოზიციასთან საკითხების ფართო სპექტრი განიხილონ. როგორც ცნობილია, რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამცველია. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას სირიის კრიზისში მთავრობის როლის გამო. ასევე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვმა სასაუბროდ მიიწვია სირიის ეროვნული საბჭო, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა.
XS
SM
MD
LG