ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაჰიმის ახალი ინიციატივა


სამშვიდობო დესპანი სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას ითხოვს

სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით გაეროს სამშვიდობო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი გარდამავალი მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ქვეყანას არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს. ბრაჰიმის ეს ინიციატივა დაემთხვა რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მოსკოვი აპირებს სამშვიდობო დიპლომატიის გაგრძელებას სირიაში სისხლისღვრის დასასრულებლად. ბრაჰიმი რუსეთში ჩასვლას შაბათს გეგმავს, სადაც სირიის კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. როგორც მან დამასკოში ჟურნალისტებს განუცხადა, გარდამავალ პერიოდში უნდა მოხერხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა. სირიაში ვიზიტის დროს, ბრაჰიმს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც შეხვდა.
ბრაჰიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის რუსულ-ამერიკული გეგმის მხარდაჭერას და დამასკოსთან შეჯერებას ცდილობდა.

„ზოგმა სირიის გარეთ და შიგნით განაცხადა, რომ მე აქ რუსულ-ამერიკული პროექტის გასატანად ჩამოვედი. მე ვისურვებდი რომ ეს ყოფილიყო რუსულ-ამერიკული პროექტი. თუმცა, ასეთი რამე არ არსებობს,“ - განაცხადა ლახდარ ბრაჰიმმა.
XS
SM
MD
LG