ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დამასკოში მომხდარ აფეთქებებს გმობს


რუსეთმა დღეს სირიაში მომხდარი სერიული დაბომბვები დაგმო. მოსკოვი აცხადებს, რომ იმ იერიშების სამიზნე, რომელზეც პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, სამშვიდობო ძალისხმევის ხელის შეშლა იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ შეტევებზე საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს. სირიის დედაქალაქ დამასკოს დაბომბვაში 83 ადამიანი დაიღუპა, ჰომსში კი - 59.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. კვირას გაკეთებულ განცხადებაში ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს და მოლაპარაკება სირიის საკითხებზე სავარაუდოდ რამდენიმე დღეში განახლდება.

XS
SM
MD
LG