რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის თქმით, მოსკოვმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსა. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ბონდარევმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ბონდარევი კრემლის გადაწყვეტილებას რუსული სამხედრო თვითმფრინავების დაცვის აუცილებლობით ხსნის, რომლებიც იქ საბრძოლო მისიაში მონაწილეობენ. მოსკოვმა სირიაში საჰაერო კამპანია სექტემბრის ბოლოს დაიწყო, რაც რეგიონში მოქმედი სხვა ძალების მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა. ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთს იერიში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ არ მიაქვს, არამედ ამბოხებულთა იმ დაჯგუფებებზე, რომელსაც კოალიცია ეხმარება.
ასეთი განცხადებები გაახმოვანეს სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა ენ რიჩარდსმა და ვიქტორია ნულანდმა, რომლებიც ოთხშაბათს, ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვიდნენ.
რუსი ოფიციალური პირები და ექსპერტები აცხადებენ, რომ სირიაში, რუსეთს ისლამურ სახელმწიფოზე მიაქვს იერიში.