ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: სირიის მხარდაჭერა ასადის ხელისუფლებაში დარჩენას არ გულისხმობს


კრემლი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოლიტიკა, ასადის ხელისუფლებაში ყოფნაზე პრინციპულად არ არის დამოკიდებული.

პრეს მდივანმა მარია ზახაროვამ დღეს რადიო „ექო მოსკვას“ უთხრა: „არასოდეს გვითქვამს, რომ ასადის ხელისუფლებაში ყოფნა, სირიაში რუსეთის პოლიტიკის პრინციპული ასპექტია“.

თუმცა ზახაროვამ თქვა, რომ ამჟამად, სირიაში რეჟიმის შეცვლა, შესაძლოა „რეგიონულ კატასტროფად“ იქცეს და სამოქალაქო ომი უფრო გაამძაფროს. რუსეთის საინფარმაციო სააგენტოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ სირია შესაძლოა „გლობალურ უბედურებად იქცეს“.

XS
SM
MD
LG