ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაშუშური სკანდალის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა


ჯაშუშური სკანდალის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. დღევანდელი „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმ სამართალადმავზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა ჯაშუშმა ანა ჩაპმანის სატელეფონო ზარმა მამამისთან, ამერიკელი სპეცასმახურების მიერ სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა, რის შედეგადაც თავად ჩაპმანი და კიდევ 9 რუსი აგენტი დააპატიმრეს. როგორც ანონიმმა წყარომ გაზეთს განუცხადა, ჩაპმანის მამა საბჭოთა პერიოდის უშიშროების კომიტეტის ვეტერანი თანამშრომელია. ამერიკის სპეცსმსახურებმა მამაშვილის საუბარი საეჭვოდ მიიჩნიეს. გაზეთის ცნობით, ამერიკის სპეცსამსახურები ოპერაციის ჩატარებას ივნისის შუა რიცხვებში აპირებდნენ, თუმცა ჩაპმანის სატელეფონო ზარმა ვითარება შეცვალა. ამერიკელმა სამართალდამცავებმა იფიქრეს, რომ თუ სწარაფად არ იმოქმედფებს, ერთერთი აგენტი რიჩარდ მერფი მოსკოვში გაემგზავრებოდა და უკან აღარ დაბრუნდებოდა.

XS
SM
MD
LG