ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მომავალი თაობის მსოფლმხედველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს


რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედნიკოვმა, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული 28 ჯარისკაცის შესახებ საბჭოთა ლეგენდას „წმინდა“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ამ ლეგენდას ეჭვქვეშ დააყენებს „ნაძირალაა.“

ეს ისტორია ასე იწყება - მეორე მსოფლიო ომის დროს, გენერალ პანფილოვის მეთაურობით 28 წითელარმიელმა, მოსკოვისკენ შეტევაზე მიმავალი გერმანიის ტანკების შესაჩერებლად თავი გმირულად გასწირა.

ეს საბჭოთა პროპაგანდა იყო, რომელიც სახელმწიფო არქივებზე დაყრდნობით, მეტწილად შეთხზული ამბავია.

ამის მიუხედავად, რუსეთის კულტურის სამინისტრომ პანფილოვის 28 ჯარისკაცის ამბავზე გადაღებულ ფილმს და გამოფენას მხარი დაუჭირა. გაჩნდა შეხედულება, რომ ამ მოქმედებით, სამინისტრომ ისინი დაამცირა, ვინც საბჭოთა ლეგენდებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ალექსეი ნოსოვი, რუსეთის სამხედრო ისტორიული კლუბიდან ამბობს, რომ „ყოველთვის არიან ისინი, ვინც საკუთარ გმირებს იცავენ და ისინი, ვინც მათ ეწინააღმდეგებიან. ასევე არიან ისინი, ვინც უფრო დიდი მითის შექმნას ცდილობენ.“

საბჭოთა კავშირში „28 პანფილოველის“ ლეგენდას, ყოველ ბავშვს ისტორიულ ფაქტად ასწავლიდნენ. კრიტიკოსების აზრით, რუსეთის ხელისუფლების მცდელობა, შეინარჩუნოს ასეთი ლეგენდები, იქამდე მიდის, რომ ის ისტორიკოსებს შეურაცხყოფას აყენებს.

ისტორიის მასწავლებელი ალექსეი კუზნეცოვი ამბობს, რომ "ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერმა არ უნდა იცოდეს ისტორიული სიმართლე და ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, საკუთარ ხალხს პატივს არ სცემენ.“

დოკუმენტური ფილმის ეკრანიზაცია მოსკოვისათვის ბრძოლის 75-ე წლისთავისთვის გაკეთდა. ცივი ამინდის მიუხედავად მას ასობით ადამიანი დაესწრო.

რუსეთის მიერ საბჭოთა პროპაგანდის აგრესიული დაცვა ხალხის იმ მოთხოვნილებას ეყრდნობა, რომ გმირები განადიდოს და არასასიამოვნო ფაქტები მიივიწყოს. ფილმის რეჟისორი კირილ ხაიროვი ამბობს, რომ „ზოგიერთი ლეგენდა ისტორიული საჭიროებითაა განპირობებული. ადამიანები ბრძოლის ველზე ლეგენდების, მითების და იდეების გარეშე არ მიდიან.“

იმის მიუხედავად, ახალგაზრდებს ნამდვილ ისტორიას ასწავლიან თუ ქვეყნის სიდიადისთვის შექმნილ ლეგენდებს, ერთი რამ ცხადია, რომ თანამედროვე რუსეთში მომავალი თაობის მსოფლმხედველობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG