ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაიფციგში აქტივისტები რუსეთის საკონსულოს შენობაში შეიჭრნენ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

კრემლის მტკიცებით, გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში ექვსმა უცნობმა პირმა რუსეთის მთავრობის კუთვნილი შენობის დაკავება სცადა, სადაც რუსეთის საკონსულო იყო განთავსებული. მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის პოლიციაში სარჩელის შეიტანას გეგმავს.

მოსკოვი აცხადებს, რომ თავდამსხმელები შენობის ღობეზე გადაიპარნენ, მოგვიანებით კი შენობის აივნებიდან ანტირუსული ბანერები გადმოფინეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეჭრის მომენტში იქ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ხელისუფლებისგან დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე მომხდარზე ოფიციალური განხადება არ გაუკეთებია. თუმცა, შეჭრის ფაქტს ადასტურებს ლაიფციგის პოლიციაც.

ადგილობრივი პოლიციის სამსახურში ამბობენ, რომ ექვსმა პირმა საკონსულოს ყოფილი შენობიდან რუსეთის პრეზიდენტის ბანერები გადმოფინა, პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ ტერიტორია დატოვეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამ კვირაში გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც ბერლინმა მოსკოვი ღიად დაადანაშაულა კიბერშეტევაში, რომლის სამიზნეც გერმანიის თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური კომპანიები იყო. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG