ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში სამხედრო წვრთნებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ზედამხედველობს


სამხედრო წვრთნა ბელარუსში

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბელარუსის დასავლეთში ხუთდღიანი სამხედრო წვრთნების მიმდინარეობა შეამოწმა. რუსეთი ბელარუსში ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს აწყობს.

ვარჯიშები 20 თებერვლამდე გაგრძელდება და მოიცავს რუსეთის 30 000-მდე სამხედროს, ასევე საბრძოლო თვითმფრინავებს, საჰაერო სარაკეტო სისტემებს და სხვა ტექნიკას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საუბრობს და იქვე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთის ძალების მსგავსი მასშტაბის გადაადგილება ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი სამხედროს მობილიზების პარალელურად, ბელარუსში ჯარების განთავსება კიდევ უფრო მეტ რისკს უქმნის ევროპელ მოკავშირეებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შესაძლოა რამდენიმე მიმართულებიდან წარიმართოს.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთს ახლა მისი საზვრების გასწვრივ 115 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. მოსკოვი ამტკიცებს, რომ როგორც ჯარების ამგვარი განთავსება, ისე სამხედრო წვრთნები მხოლოდ თავდაცვის მიზნითაა განპირობებული.

XS
SM
MD
LG